| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე ვეკუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1979 წელს; ასპირანტურა 1982 წელს. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა საქართველოს ტელევიზიის სამეცნიერო რედაქციასთან; გაზეთების რედაქციებთან "ვეჩერნი ტბილისი", "მოლოდიოჟ გრუზიი"; 1988-2009 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სადაც, პარალელურად, სხვადასხვა დროს ეკავა ადმინისტრაციული თანამდებობები, მათ შორის – ფაკულტეტის დეკანი; 2008-2009 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; 2009 წლიდან აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას რამდენიმე უმალეს სასწავლებელში: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ალტე უნივერსიტეტში; 2019 წლიდან არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მედიის ექსპერტი. იყო მოწვეული ლექტორი შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: American University, ამერიკული უნივერსიტეტი (აშშ, ვაშინგტონი, 2001); შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (2016); კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (2022). მისი ავტორობით გამოიცა რამდენიმე მონოგრაფია, მრავალი სტატია; არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრი (Institute d’Etudes Europeennes et Internationales de Reims, France IEEI). 2019 წლიდან არის რ. ლომინაძის სახელობის ფონდის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეცნიერების პოპულარიზაცია რესპუბლიკურ პრესაში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.106; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU: giu.edu.ge; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

