Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა სტურუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 2001-2002წწ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით უძღვებოდა სემინართა კურსს - "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულება შეიარაღებულ კონფლიქტებში" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ბერხუმში (გერმანია) გამართულ კონფერენციაში თემაზე - "რელიგიური ტოლერანტულობა თანამედროვე საზოგადოებებში"; 2004-2005 წლებში იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი; 2006 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2006-2010წწ. მუშაობდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად; 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის სექტემბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2012-2013წწ. კითხულობდა ლექციების კურსს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2006 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟიორი; 2006-2010წწ. იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2011 წელს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012-2018წწ. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2019 წლის 18 სექტემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის 2 დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ასრულებდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას; 2019 წლის 23 დეკემბრიდან 2019 წლის 27 დეკემბრამდე მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2021 წლის 12 ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |