The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირანდა ერემაძე

მირანდა ერემაძე
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა პროფესორ ჯ. ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი 1995 წელს;
2015-2016წწ. სწავლობდა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში, ბიზნეს სამართლის მიმართულებით; 2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სპეციალიზაციით; 2004 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

1994-1995წწ. მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს გამომცემლობაში იურისტად; 1999-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ; 2006 წელს სსიპ დეპარტამენტ "სამტრესტში" ეკონომიკურ-ადმინისტრაციული სამმართველოს იურისტად; 2006 წლის 29 აგვისტოს დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; 2007-2010წწ. იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2010 წლებში მივლინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად; 2010-2016წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2014-2016წწ. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი; 2016 წელს - საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე; 2016-2019წწ. საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; 2019 წლის აგვისტოდან არის "საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის" თავმჯდომარე; 2016 წლის ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის 19 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ოქტომბრამდე იყო უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი. 2024 წლის 11 აპრილიდან არის სადისციპლინო პალატის წევრი და თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge


გააზიარე: