შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ბაინდუროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. მუშაობდა ტყიბულის მაღაროში, ასევე იყო ტყიბულის საფეხბურთო გუნდ "კოლმეურნის" წევრი. 1984 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა გერმანიაში. დაბრუნების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად წავიდა ლენინგრადში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ტყიბულში. შემდეგ მუშაობა დაიწყო კოოპერატივ "დიზაინში". საქართველოს ეროვნული გვარდიის შექმნის დღიდან იყო ტყიბულის მე-17 ბატალიონის ოფიცერი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს დაიღუპა სოფელ ტამიშთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.67-68 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |