შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გურამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დოქტორანტურა 2014 წელს. მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის მაგისტრატურა 1998 წელს; გავლილი აქვს ტრენინგები: 1996 წელს "სატვირთო გადაზიდვების ელექტრონული აღრიცხვა" - "USAID" AED თბილისი; 2004 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ტრანსპორტის სფეროს ხელმძღვანელი პირებისთვის – TRACECA, ალმატი; 2005 წელს სასწავლო ტური აშშ-სა და შვედეთში - USAID and Booz Allen Hamilton, 2005 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ტრანსპორტის სფეროს ხელმძღვანელი პირებისთვის – TRACECA, ბუდაპეშტი; 2009 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ტრანსპორტის სფეროს ხელმძღვანელი პირებისთვის – TRACECA გერმანია, ნიდერლანდები. 1995–2003წწ. მუშაობდა სს "საქართველოს რკინიგზაში" სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე. 2004 წელს იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2005 წელს გენერალური დირექტორის მრჩეველი სს "საქართველოს რკინიგზა" შპს "საქართველოს რკინიგზა"; 2005-2008წწ. ინფრასტრუქტურის დირექტორის მოადგილე სს "საქართველოს რკინიგზა"; 2008–2009წწ. სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე სს "საქართველოს რკინიგზა"; 2010–2012წწ. მუშაობდა სს "საქართველოს რკინიგზის" ინფრასტრუქტურის ფილიალში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე; 2012-2015წწ. - სს "საქართველოს რკინიგზა" ინფრასტრუქტურის დირექტორი; 2015-2017წწ. - სს "საქართველოს რკინიგზა", გენერალური დირექტორის მოადგილე; 2017-2021წწ. სს "საქართველოს რკინიგზა" სატვირთო გადაზიდვების დირექტორი; 2021 წლის 5 მარტიდან არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: moesd.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |