Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ირაკლი ნადარეიშვილი
Date of birth: | 29 May, 1976 (48 years) |
Category: | Public official, Lawyer |
Biography
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები 1998 წელს; Oxford Brookes University (დიდი ბრიტანეთი), მაგისტრის ხარისხით - საერთაშორისო უძრავი ქონება 2008 წელს; დისერტაციის თემა - "REITS-ის დანერგვის მიზანშეწონილობა განვითარებად ბაზრებზე - საქართველო და უკრაინა". 1998-2002წწ. მუშაობდა სადაზღვევო კომპანია ალდაგის სხვადასხვა პოზოციებზე, მათ შორის - ავტო დაზღვევის, კომერციული რისკების, საბანკო დაზღვევის, სამედიცინო დაზღვევის და ტვირთების დაზღვევის მენეჯერი; 2002-2004წწ. სადაზღვევო კომპანია ალდაგის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტში; 2004-2005წწ. სადაზღვევო კომპანია ალდაგის აღმასრულებელი დირექტორი - გაყიდვების დეპარტამენტში; 2005-2007წწ. IBG - სადაზღვევო საბროკერო კომპანიის დამფუძნებელი / დირექტორი; 2008-2010წწ. Ernst & Young LLC - კიევის ოფისში მთავარი კონსულტანტი - ბიზნესის კონსულტირების დეპარტამენტში; 2010-2011წწ. იბერია დეველოპმენტის დირექტორი; 2011-2012წწ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი; 2011-2013წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე; 2013-2016წწ. Imperial Brands PLC, კორპორაციული დირექტორი კავკასიასა და მოლდოვაში; 2017-2018წწ. Penton&Gramercy LLC, პარტნიორის დირექტორი; 2018 წლიდან საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული ანალიზის ჯგუფის უფროსი; 2019 წლიდან სსიპ აწარმოე საქართველოში დირექტორის მოადგილე; 2019 წლის დეკემბრიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. არის დიდი ბრიტანეთის შემფასებელთა სამეფო საზოგადოების - Royal Institution of Chartered Surveyors წევრი.
წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: moesd.gov.ge
|