The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო თოფურია

ნინო თოფურია
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი,  რადიოკავშირგაბმულობისა და რადიომაუწყებლობის ინჟინერის კვალიფიკაციით 1986 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 2006 წელს. 

1992 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1992-1994წწ. საავტომობილო ტრანსპორტის კათედრა, ლაბორანტი; 2006-2012წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ასისტენტ პროფესორი; 2012 წლიდან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: