შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა 1995 წელს. 1996-2006წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს განყოფილების უფროსი; 2012-2013წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სამეურნეო-უზრუნველყოფისა და მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი; 2013-2015წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2015-2024წწ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი. 09.02.2024 წლიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღებული აქვს სამსახურის მედალი "საპატიო". წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |