| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცისანა თურქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1960 წელს მუშაობა დაიწყო გაზ. "სოფლის ცხოვრებაში", ჯერ კორექტორად, შემდეგ ლიტერატურულ მუშაკად, განყოფილების რედაქტორად; იყო საშინაო პოლიტიკის განყოფილების გამგე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; 1972 წელს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ბეჭდვითი სიტყვისა და პოლიგრაფიის დარგში ნაყოფიერი მუშაობისა და "სოფლის ცხოვრების" დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმალლესი საბჭოს საპატიო სიგელით; ამავე წელს, საქ. სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ორგანოების საქმიანობის გაშუქებისა და ფართო პოპულარიზაციისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში ქმედითი დახმარების გაწევისათვის "სოფლის ცხოვრების იუბილესთან დაკავშირებით დააჯილდოვდა საპატიო სიგელით. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.110; ცისანა თურქაძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2004. - 25 თებერვალი. - N46(4775). - 10გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

