The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგოჭური

გიორგი გოგოჭური
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1981  (44 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახმეტა.

დაამთავრა ტრანსფორმაციის კურსი (ოცეულის სერჟანტის კურსი) 2009 წელს; უფროსი სერჟანტის კურსი 2011 წელს; სხვა კურსები: საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის სასწავლო ეტაპი; მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკის საწვრთნელი კურსი; აშშ - დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციების საწვრთნელი კურსი; I ქვეითი ბრიგადის სამეთაურო-საშტაბო სწავლება; სამშვიდობო ოპერაციებისს წინამოსამზადებელი საწვრთნელი კურსი; საველე-ტაქტიკური სწავლება "ფარი - 2009"; ჰაერსაწინააღმდეგო კურსი; ინგლისური ენის ინტენსიური სწავლების კურსი.

1999-2001წწ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 01/06/2003-01/08/2003 111-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის, მსუბუქი ქვეითი ათეულის მეტყვიამფრქვევე; 01/08/2003-01/08/2003          111-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის (თელავი) I მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის I მსუბუქი ქვეითი ათეულის მეთაური; 2003-2004წწ. 111-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის (თელავი) II მსუბუქი ქვეითი ოცეულის სერჟანტი; 2004-2005წწ. I ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის I მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის სერჟანტი; 30/12/2005-30/12/2005 I ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის I მსუბუქი ქვეითი ასეულის სერჟანტი; 2006-2010წწ. I ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სერჟანტი; 2010-2011წწ. I ქვეითი ბრიგადის სერჟანტი; 2011-2012წწ. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სერჟანტი; 2012-2016წწ. მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სერჟანტი; 28/02/2017-24/04/2017 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი, მთავარი სერჟანტის კურსი, II სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორი; 2017-2019წწ. თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სერჟანტი; 2019-2020წწ. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის  მთავარი სერჟანტი; საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა: 2004 წელს სამაჩაბლოს რეგიონი; 2005 წელს პოსტ-კონფლიქტურ ვითარებაში წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, ერაყი; 2008 წელს მშვიდობის შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში მონაწილეობა, ერაყი; 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი; 2008 წელს სამშვიდობო მისიაში (ნატოს ახალი მისია - "მტკიცე მხარდაჭერის მისია" (Resolute Support Mission)) მონაწილეობა, ავღანეთი.მიღებული აქვს საპატიო სიგელი (2004, 2023), ცეცხლსასროლი იარაღი (2015), ნატოს მედალი (ISAF, 2022). 24/07/2020  თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"
    20 წელი და მეტი უმწიკლო სამსახურისათვის
  • 2022 - მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის"
  • 2021 - მედალი "თავდაცვის ძალები 30 წლისაა"
  • 2020 - მედალი "გიორგი ანწუხელიძე"
  • 2020 - მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის"
  • 2019 - მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის"
  • 2019 - მედალი "გიორგი ანწუხელიძე"
  • 2018 - მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისათვის" (I ხარისხი)
  • 2013 - მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისთვის" (II ხარისხი)
  • 2009 - მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისათვის" (III ხარისხი)
  • 2009 - მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული"
  • 2009 - მედალი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"
  • 2004 - საპატიო სიგელი

გააზიარე: