The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიოლეტა ფორჩხიძე

ვიოლეტა ფორჩხიძე
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძიროვანი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1992 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1987-1992წწ. - ვანის რაიონის დამზადების გაერთიანების იურისკონსულტი; 1993-1999წწ. - ვანის რაიონის სახალხო სასამართლოს აღმასრულებელი; 1999-2009წწ. - ვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2003-2008წწ. - ვანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2009-2012წწ. - ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010წწ. - მივლინებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2012-2021წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭოს მიერ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე დასახელდა 2018 წლის ადამიანად. 2021 წლის ივნისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: