The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როინ კახიძე

როინ კახიძე
Date of birth:2 March, 1973  (52 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მახუნცეთი, ქედას რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1999-2001წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2001-2003წწ. - შპს "ჭოროხის არამადნეული მასალების ქარხნის'" იურისტი; 2003-2005წწ. - ხელვაჩაურის რაიონის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი; 2005-2007წწ. - ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2012წწ. - ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005-2009წწ. - მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2012–2013წწ. - ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013-2015წწ. - მივლინების საფუძველზე ახორციელებდა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას ცაგერის რაიონული სასამართლოს ლენტეხის მუნიციპალიტეტში; 2015-2019წწ. - ცაგერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის აგვისტოდან დაეკისრა ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება; 2019 წლის ივნისიდან სექტემბრამდე იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს ვანის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე; 2019 წლის სექტემბრიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2021 წლის დეკემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოილებას ახორციელებს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში; 2022 წლის ოქტომბრიდან დაკისრებული აქვს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: