შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან დათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2010 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2012 წელს; მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებში: 05.2014-05.2014 - ფინანსთა სამინისტროს აკადემია, კომპლექსური გაყიდვები; 05.2010-07.2010 სს საქართველოს ბანკი; ქ. თბილისის სათაო ოფისი, იურიდიული დეპარტამენტი, სტაჟირება სასამართლოებთან ურთიერთობის განხრით; 03.2009- 08.2009 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სტაჟირება; 03.2008-07.2008 - ESM-ისა და AG ჯგუფის ერთობლივი სასწავლო ცენტრი, ფინანსური აღრიცხვის საფუძვლები. 03.2011 - 08.2011 იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს პრაქტიკანტი; 2011-2012წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 07.2012 - 09.2012 სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს იურიდიული; 2012-2013წწ. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" პრივატიზების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 11.2013 - 10.2016 პრივატიზების დეპარტამენტის გაყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; 2016-2021წწ. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რთული შემთხვევების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2021 წლიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. წყარო: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: სააგენტოს ხელმძღვანელობა: nasp.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |