The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ხაჭაპურიძე

დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1989  (35 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, ფინანსისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფინანსები და კრედიტი, ეკონომისტ–ფინანსისტი) 2013 წელს, გავლილი აქვს ტრეინინგები: 2008-2009წწ. - თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემია (ფინანსები და საბანკო საქმე); 2014 წელს მართვის აკადემია (კომპლექსური გაყიდვები); 2014 წელს ბიზნესის საერთაშორისო სკოლა, ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება; 2014 წელს ბიზნესის საერთაშორისო სკოლა (თვითბრენდინგი და პრეზენტაციული უნარ-ჩვევები); 2014 წელს მართვის აკადემია (მართვის თანამედროვე მეთოდები).

2010 წელს იყო სტაჟიორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტში; 2010-2011წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტაჟიორი პრივატიზების დეპარტამენტში; 2011-2012წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 2012-2014წწ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 2014-2015წწ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის გაყიდვების სამსახურის უფროსი; 2015-2018წწ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის პროექტის მენეჯერი; 2018-2024წწ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2024 წლიდან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.

წყარო: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: სააგენტოს ხელმძღვანელობაnasp.gov.ge


გააზიარე: