შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ ბეჟანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭვანა, შუახევის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1992 წლიდან ლექციების კურსს კითხულობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ადმინისტრაციულ სამართალში; 1992-1994წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში კონსულტანტი, წამყვანი სპეციალისტი; 1994-1999წწ. - ხელვაჩაურის რაიონის მოსამართლე; 1999-2005წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2004 წელს - ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2008 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში; 2009 წლის ოქტომბრიდან - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2021 წლის დეკემბრიდან დაკისრების საფუძველზე ასრულებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |