The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე გოგუაძე

ალექსანდრე გოგუაძე
Date of birth:17 September, 1962  (62 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1987 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1981 წელს - "საქსოფლდამზადების" სამტრედიის რაიონული განყოფილების კადრების ინსპექტორი; 1987 წელს - სამტრედიის რაიონის პროკურატურის სტაჟიორი; 1988-1999წწ. - საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე: ამბროლაურის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი, ცხაკაიას რაიონის (ახ. სენაკის რაიონი) პროკურატურის გამომძიებელი, სამტრედიის სარაიონთაშორისო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი, სამტრედიის სარაიონთაშორისო პროკურორის თანაშემწე, სამეგრელოს სამხარეო პროკურატურის საერთო ზედამხედველობის ხაზით უფროსი თანაშემწე, სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხაზით უფროსი თანაშემწე; 1999-2009წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2016წწ. - ფოთის რაიონული პროკურორი; 2016 წლის თებერვლიდან - მაისამდე - ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი; 2016-2017წწ. - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი; 2018-2019წწ. - სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში; 2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის სექტემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: