შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1992 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1993-1994წწ. - ქარელის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი, ხაშურის სარაიონთაშორისო პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი; 1994-1995წწ. - იმავე პროკურატურაში უფროსი გამომძიებელი; 1995-1998წწ. - ხაშურის ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწე; 1998-2002წწ. - ხაშურის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორის უფროსი თანაშემწე; 2002-2005წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2010წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2010-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016-2019წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2019-2022წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. 2022 წლის ოქტომბრიდან - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |