The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი ჯაჯანიძე

ვალერი ჯაჯანიძე
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1983  (42 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საავტომობილო ტრანსპორტის ბაკალავრის ხარისხით 2005 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტრანსპორტის მაგისტრის ხარისხით 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს.

2005 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2005-2012წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ლაბორანტი, სპეციალისტი; 2013-2021წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ასისტენტ-პროფესორი; 2017 წლიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, უსდ-ს პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი; 2019 წლიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამსახური, პსდ-ს ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2023 წლიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ტრანსპორტის მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო, ტრანსპორტის მომსახურების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. არის 35 სამეცნიერო სტატიის და 4 სახელმძღვანელოს ავტორი (თანაავტორი). ინჟინერიის დოქტორი (2012), პროფესორი (2013).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: