The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა ელერდაშვილი-ლომიძე

ირმა ელერდაშვილი-ლომიძე
დაბადების თარიღი:2 მარტი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1984 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1987 წელს.

1984 წელს მუშაობდა თბილისის საინსტრუმენტო ქარხანის საჭრისების საამქროში მე-3 კატეგორიის ინჟინერ-ტექნოლოგად; 1988 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1988-1989წწ. მანქანათა ნაწილებისა და ამწე სატრანპორტო მანქანების კათედრა, უმცროსი მეცნიერი; 1989-2006წწ. ლითონსაჭრელი ჩარხების N43 კათედრა, ასისტენტი, დოცენტი; 2006-2009წწ. ამძრავთა სისტემების, ჩარხების, კომპლექსებისა და საწარმოო სწავლების  კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2009-2013წწ. მანქანათა მშენებლობის დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი; 2013 წელს საწარმოო ტექნოლოგიური მანქანები და მექატრონიკის დეპარტამენტი  ასოცირებული პროფესორი; 2013-2021წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლონის ფაკულტეტის N501 დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან სატრანსპორტო და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: