შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციცინო მოსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. 1989 წელს დაამთავრა გალის N102 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელი; 1990 წელს ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში; 1992-1996წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1997-1999წწ. - საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრაზე მასწავლებელი; 1999-2000წწ. პარალელურად მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფ. ნერგეეთის თემის საკრებულოს აპარატის უფროსად; 2000-2005წწ. - ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრის დოცენტი; 2002-2005წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და ბაღდათის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატი; 2005-2010წწ. - ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2007წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2008-2010წწ. - ბაღდათის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2010-2012წწ. - საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2012 წლიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ვადის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |