The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციცინო მოსიძე

ციცინო მოსიძე
Date of birth:12 October, 1971  (53 years)
Category:Public official, Lawyer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

1989 წელს დაამთავრა გალის N102 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელი; 1990 წელს ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში; 1992-1996წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1997-1999წწ. - საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრაზე მასწავლებელი; 1999-2000წწ. პარალელურად მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფ. ნერგეეთის თემის საკრებულოს აპარატის უფროსად; 2000-2005წწ. - ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრის დოცენტი; 2002-2005წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და ბაღდათის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატი; 2005-2010წწ. - ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2007წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2008-2010წწ. - ბაღდათის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2010-2012წწ. - საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2012 წლიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ვადის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2005-)

Share: