The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მარგველაშვილი

ნიკოლოზ მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1985  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი; 2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2012-2013წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2014 წელს გაიარა კურსი ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიაში, ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიასა და შიდა აუდიტის საფუძვლებში.

2007-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარიაში სპეციალისტი; 2008-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი; 2010-2011წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სხდომის მდივანი; 2011-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსი; 2013-2014წწ. - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტის ანალიზის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორი; 2014-2015წწ. - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორი; 2016-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის მაისიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, 2019 წლის ივლისიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: