The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თათია გოგოლაური

თათია გოგოლაური
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1983  (42 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში; 2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2016-2017წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2004-2005წწ. გაიარა სასწავლო საწარმოო პრაქტიკა თბილისის საოლქო სასამართლოში; 2006-2010წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომის მდივანი; 2010-2018წწ. - მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2018 წლის იანვრიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: