The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1987  (37 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი 2008 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის მაგისტრი 2011 წელს; ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა - დოქტორანტი (2019 წლიდან). გავლილი აქვს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (Rondeli Foundation) პროგრამა - საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში 2012 წელს; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი - სისხლის სამართლის კურსი (2007-2008); ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით (2009).
2009 წელს იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატის თანაშემწე; 2009 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის თანაშემწე; 2009-2010წწ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის იურისტი; 2010-2012წწ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2012-2015წწ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2013–2018წწ. - სსიპ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი; 2014–2018წწ. - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარე; 2015–2018წწ. - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2018 წელს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; 2018–2019წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; 2019 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2020 წლიდან - ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2019–2021წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი; 2021 წლის მარტიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: police.ge


გააზიარე: