შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქ. თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სახელმწიფო N3 სამუსიკო სასწავლებელი 1989 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პიანისტი, მუსიკის მასწავლებელი 1994 წელს. მუსიკისმცდონე (მაგისტრთან გათანაბრებული). 1989-1995წწ. იყო ქ. თბილისის მე-4 სამუსიკო სკოლის ფორტეპიანოს მასწავლებელი; 1991-1993წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს "ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება" კამერული ორკესტრი "თბილისის კონცერტინოს"დირექტორის მოადგილე; 1994 წლიდან პროდიუსერი სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის I არხში; 1995 წელს სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის II არხის გამომშვები რედაქტორი; 1994–1996წწ. იკავებდა ტელეფესტივალის "მანა"-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას; 1995–1999წწ. იყო შპს TBC TV-ის გენერალური პროდიუსერი; 1999-2002წწ. საქტელერადიომაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი; 2004-2005წწ. სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი; 2005-2010წწ. იყო შპს "ცენტრ პოინტი ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2011 წელს დააფუძნა შპს "ბიზნეს კონსალტინგ კომპანი", სადაც იკავებს დამფუძნებელი პარტნიორის თანამდებობას; 2014-2016წწ. იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში; 2016-2024წწ. ა(ა)იპ ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი; 2024 წელს დაინიშნა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე. პროფესიული საქმიანობისას განხორციელებული პროექტები: თბილისის ცენტრალური საახალწლო ღონისძიებები (2002-2003), პროექტის ხელმძღვანელი; ქართული კულტურის დღეები სანკტ პეტერბურგში (2003), პროექტის ხელმძღვანელი; კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის საავტორო საღამო ოპერის თეატრში (2002), ორგანიზატორი; ქართული კულტურის დღეები უკრაინაში (2004), პროექტის ხელმძღვანელი; აშშ პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის კულტურული პროგრამა "აბანოთუბანი" (2005), პროექტის ხელმძღვანელი; კომპოზიტორ გია ყანჩელის საიუბილეო ღონისძიება აზერბაიჯანში (2015, ბაქო), კონსულტანტი; "სილქ როუდ ფორუმი" თბილისი (2015), საორგანიზაციო ჯგუფის მრჩეველი; ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი "თბილისი" (2015-2016), პროექტის ხელმძღვანელი; საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ეროვნულ სასახლეში (2018), თანაორგანიზატორი; საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება ეროვნულ სასახლეში (2019), ღონისძიების ხელმძღვანელი; თბილისის გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრის ჩამოყალიბება (2019); საქართველოს პატრიარქის იუბილე (2023), პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი. წყარო: საქართველოს მთავრობა: gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |