The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ ჩიტიძე

ზაურ ჩიტიძე
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ–მექანიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს; მოსკოვის სატყეო–ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1964 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2001 წელს.

1960-1961წწ. მუშაობდა მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–საპროექტო ინსტიტუტში, საკონსტრუქტორო განყოფილება, ინჟინერ–კონსტრუქტორი; 1964 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტუტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1964-1980წწ. მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1980-1991წწ. ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრა, დოცენტი; 1991-2021წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, პროფესორი; 2012-2020წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სატყეო-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი; 2021 წლიდან სატყეო–ტექნიკური მიმართულება, ხელმძღვანელი; არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001 ), პროფესორი (1991).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: