შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ გოცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა ინჟინერ ელექტრიკოსის სპეციალობით 1971 წელს; მოსკოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ასპირანტურა 1987 წელს. 1971 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) რკინიგზის ტრანსპორტზე ავტომატიკის და კავშირგაბმულობის კათედრაზე; სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ასისტენტად, უფროსი მასწავლებელად, დოცენტად, დეკანის მოადგილედ, კათედრის გამგედ (20 წლის მანძილზე), არის სრული პროფესორი; 1996-2000წწ. საქართველოს რკინიგზის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის დირექტორი; 2014 წელს კითხულობდა ლექციებს ქ. ჩენდუს (სამხრეთ ჩინეთი) ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტში; ორი სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალის რედკოლეგიის წევრი; სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი რკინიგზის ტრანსპორტის დარგში; 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართელოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |