შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციცინო კიკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1990-1993წწ. - ჩოხატაურის რაიონის კოოპერატივ "მეკონსერვეს" იურისკონსულტი; 1993-1994წწ. - ჩოხატაურის გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებელი; 1995-1997წწ. - შპს "ნაბეღლავის" იურისკონსულტი; 1997-1998წწ. - შპს "ალიანსი-96"-ის იურისკონსულტი; 1998-1999წწ. - ჩოხატაურის რაიონის საავადმყოფოს იურისტი; 1999-2005წწ. - ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; 2005-2009წწ. - ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2009წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სასამართლოში; 2009-2013წწ. ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში; 2013 წლის ნოემბრიდან - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში; 2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |