The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე გუნცაძე

ეკატერინე გუნცაძე
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1985  (40 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი 2006 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), სახელმწიფო მმართველობის სკოლის მაგისტრატურა 2008 წელს.   

2007-2008წწ. იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სახელმწიფო მმართველობის სკოლის ადმინისტრაციის ასისტენტი; 2008-2010წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს სპეციალისტი; 2010 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; 2010-2011წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2011-2013წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; 2011-2015წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი2013-2015წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2019-2021წწ. მოკლევადიანი ექსპერტი საჯარო ფინანსების მართვის საკითხებში PMCG; 2019 წელს ცენტრალური აზიის პორტფელის (ვაშინგტონი, აშშ) მსოფლიო ბანკის სათავო ოფისის ECADE-ს განყოფილების VSP (სეკონდმენტი); 2019 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მოკლევადიანი ექსპერტი საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროექტებში; 2015-2021წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი; 09.09.2021 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.    

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: mof.ge


გააზიარე: