The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიკა ჩიტაშვილი

მარიკა ჩიტაშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1980  (45 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ქარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2003-2004წწ. - ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი; სტაჟირების გავლის შემდეგ მუშაობდა ამავე პროკურატურის პროკურორის თანაშემწედ; 2004-2010წწ. - ახალციხის რაიონულ პროკურატურაში პროკურორი; 2012 წლის იანვრიდან - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013 წლის თებერვლიდან ივნისამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში; 2013 წლის ივნისიდან - ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: