შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა მაღრაძე![]()
ბიოგრაფია1997-2020 წლები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, იურისტი (მაგისტრთან გათანაბრებული); 2004-2005 წლები საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდი (GFSIS), საჯარო პოლიტიკის ცოდნის ქსელი; 2005-2006 წლები კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, საჯარო ინტერესთა სამართლის სტიპენდიანტთა პროგრამა. 2002-2003წწ. იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტი; 2004-2005წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთ დახმარების სამმართველოს უფროსი; 2005 წელს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი; 2006-2007წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) პენიტენციური სისტემის რეფორმის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი; 2007-2008წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი; 2008-2010წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე; 2010-2013წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი; 2013-2018წწ. სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი; 2019-2020წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის სამმართველოს მრჩეველი; 2022-2025წწ. შპს "სამართლის ინოვაციური სკოლის" დამფუძნებელი/მმართველ პარტნიორი; 2024-2025წწ. სს "ჯინო ჰოლდინგი" პრეზიდენტის თანაშემწე; 2025 წლის თებერვლიდან - აპრილამდე სპორტის მინისტრის მოადგილე; 2025 წლის აპრილიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: justice.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |