The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეა ლეონიძე

თეა ლეონიძე
Date of birth:3 December, 1983  (41 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები; 2008 წელს გაიარა ტრენინგი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (OHCHR office of the higt commissioner for human rights Georgia) - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; 2009 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეების პროფესიულ უნარ-ჩვევებზე (დანიის კავკასიის პროგრამა სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში) - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; 2010 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა ტრენინგი (დანიის კავკასიის პროგრამა სათანადო მართვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება საქართველოში) - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; 2011 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2012-2013წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2005-2006წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში პრაქტიკანტი; 2006-2007წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი; 2007-2014წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2014-2015წწ. -  გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყვარლის მუნიციპალიტეტში; 2014-2015წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში; 2016-2021წწ. - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის თებერვლიდან დაეკისრა ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება; 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის აგვისტოდან - საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრი; 2021 წლის 1 ივლისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2020-)

Share: