შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გვანცა ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2010 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2008-2009წწ. გაიარა სტაჟირება ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი აქტების მომზადებისა და ექსპერტიზის განყოფილებაში; 2010-2011წწ. გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2012 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2017 წელს გაიარა კურსი - ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2011-2014წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2014-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2016-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწე; 2020 წლის დეკემბრიდან - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |