The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აპოლონ კაკაბაძე

აპოლონ კაკაბაძე
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2005 წელს.
1988–1989წწ. იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში; 1994–2000წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს თანამშრომელი; 2000–2003 წწ. საგანგებო ლეგიონის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი; 2003–2006წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსი; 2008–2009წწ. ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურში; 2012–2013წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; 2013–2018წწ. სსიპ 112-ის დირექტორის მოადგილე; 2018–2019 წწ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, დირექტორი ; 2019 – 02.2022წწ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მინისტრის მრჩეველი; 02.2022 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე.
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: mepa.gov.ge


გააზიარე: