The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მოდებაძე

გიორგი მოდებაძე
დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1987  (37 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე, ბაკალავრი 2009 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი 2018 წელს.

გავლილი აქვს ტრენინგები: 2007 წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა; 2010 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მოსამართლის თანაშემწის გამოცდა; 2014-2018წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგის მონაწილე და მომხსენებელი; 2018 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე - "საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციის მექანიზმებში"; 2021 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე - "ლიდერობა და მართვა საჯარო სამსახურში"; 2010-2016წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; 2016-2024წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამდივნოს უფროსი; 2024/04-2024/11 - თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი; 2024/11 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე.

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge


გააზიარე: