The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მახარაშვილი

თამარ მახარაშვილი
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით (აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგი) 1995 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეული ფილოლოგიის განხრით 1998 წელს.

1996-1997წწ. იყო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების უფროსი რეფერენტი; 1997-1999წწ. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილების გამგის მოადგილე; 2000-2005წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუდაიკის კაბინეტის ლექტორი; 2005-2008წწ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე; 2008 წელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2008-2010წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2008-2009წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი; 2010-2012წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს" დირექტორი; 2014 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის "პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" მენეჯერი; 2014-2015წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 2015-2020წწ. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2020-2024წწ. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი; 2000 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ებრაული ენის ლექტორი; 2022 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

პროექტები / ნაშრომები / პუბლიკაციები / ტრენინგები: 1997 წლიდან კვლევის ძირითად სფეროში გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია; არის ებრაულ ენაზე გამოცემული "დედა-ენის" ავტორი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მიხედვით, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის შეიქმნა. 1999 წელს ისრაელის სარ ჰა არონის კურსები - სამთავრობო უწყებებში მართვა-მენეჯმენტი; 2000 წელს სტაჟირება ისრაელის ჰარ-ჰაცოფიმის უნივერსიტეტში; 1998-2000წწ. ისრაელში ქართული კულტურის დღეების ორგანიზება; 2004 წელს საქართველოში მსოფლიო ქართველ-ებრაელთა კვირეული; 2010-2012წწ. ტელე-მარათონები მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge


გააზიარე: