The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჯინჭარაძე

გიორგი ჯინჭარაძე
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1992  (32 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავარა საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი 2014 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში 2016 წელს; 2021 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა. 
 
2013-2014წწ. "თიბისი" ბანკის საკრედიტო ექსპერტი; 2014/03-2014/09 წელს სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" საბანკო დაზღვევის გაყიდვების ანალიტიკოსი; 2014-2016წწ. საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი; 2016/02-2016/08 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 2016-2020წწ. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი; 2021-2024წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; 2022-2023წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2024/08-2024/11 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე; 2024/11 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge


გააზიარე: