The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო ოჩიგავა

რეზო ოჩიგავა
Legal name:რევაზ ოჩიგავა
Date of birth:21 May, 1940  (84 years)
Category:Economist, Public official, Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ქალაქ სარატოვის ეკონომიკური ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით 1966 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო სსრკ სარატოვის ოლქის ქალაქ აკტარსკის საცდელ-საწარმოო მეურნეობა "ელიზავეტინსკოე"-ს მთავარ ეკონომისტად; 1969 წელს სამშობლოში დაბრუნდა და საქმიანობა ქალაქ ბათუმში ახლად დაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საგეგმო-ეკონომიური განყოფილების უფროსის მოადგილედ, უფროს ეკონომისტად განაგრძო, 1972 წელს იგი ამავე განყოფილების უფროსი გახდა; 1978-1992წწ. იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილე ეკონომიკის დარგში; საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ქვეყანა კრიზისმა მოიცვა და განადგურებული იქნა საქართველოს საზღვაო სანაოსნო, საქმიანობა რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო სისტემაში შემავალ საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტში განაგრძო, იყო საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილებისა (1993-1995) და შემდგომ სამმართველოს (1995-1996) უფროსი, რუსეთის ფედერაციის საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე (1996-1999) და უფროსი (1999); 2004 წლიდან რუსეთის ფედერალური სახელმწიფო-უნიტარული საწარმო «РОСМОРПОРТ»-ის ანალიზისა და საფინანსო მართვის გაერთიანებული განყოფილების უფროსი. პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი (1999). სსრკ საზღვაო ფლოტისა (1981) და რუსეთის ტრანსპორტის (1997) დამსახურებული მუშაკი,

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: