| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა კაკაურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ქ. ზესტაფონის საერო-სასულიერო ლიცეუმი "ანაბასისი" 1997 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2002 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2009-2010წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2004-2005წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი; 2005-2006წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი; 2006-2009წწ. - ამავე კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2010 წლის აგვისტოდან - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის მარტამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში; 2011 წლის მარტიდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სენაკის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად იყო სასამართლოს თავმჯდომარე; 2011 წლის ნოემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად იყო სასამართლოს თავმჯდომარე; 2012 წლის იანვრიდან ივნისამდე - საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012-2022წწ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2020 წლის ნოემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2020-2022წწ. - გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

