| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერმანე დადეშქელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2000 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; სამოსამართლო სწავლების ცენტრის პროგარამით გათვალისწინებული მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი 2002 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ასპირანტურა 2003 წელს; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2012-2013წწ. იყო იუსტიციის სკოლის მსმენელი. 2000 წელს - საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის კანცელარიის სპეცალისტი საზოგადოებრივ საწყისებზე; 2001 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხდომის მდივანი; 2005-2013წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი; 2013 წლის ნოემბრიდან - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013-2015წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2016 წლიდან - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

