The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგა კუპრეიშვილი

გოგა კუპრეიშვილი
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1983  (42 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2005 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში; 2007 წელს ჩააბარა სსიპ საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2009 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით; 2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2005–2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე; 2007–2017წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს თანაშემწე; 2016-2018წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი; 2018 წლიდან - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: