| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა თაყაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2005 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ფინანსური პოლიციის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2007-2008წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი; 2008-2009წწ. - გორის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი; 2008-2013წწ. - გორის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი; 2013-2017წწ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2019 წელს - შპს "PAEL Georgia"-ს იურისტი; 2020 წლის დეკემბრიდან - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

