The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ჩალათაშვილი

ნანა ჩალათაშვილი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1961  (65 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1985-1986წწ. სტაჟირება გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში; 1987-2011წწ. - ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2011-2013წწ. - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლე; 2013 წლის ივნისიდან - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2022-2023წწ. დაკისრებული ჰქონდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. 2023 წლის თებერვლიდან - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: