The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ბალავაძე

ზურაბ ბალავაძე
Date of birth:17 June, 1983  (42 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2005 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2008 წელს საქართველოს უნივერსიტეტში გაიარა ადამიანური რესურსების მართვის კურსი; 2010 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა; 2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2012-2013წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2003 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში დაცვის ინსპექტორი; 2003-2005წწ. - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტი; 2005 წლის მაისიდან ნოემბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში კანცელარიის სპეციალისტი; 2005-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი; 2007 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2009 წლის მარტიდან დეკემბრამდე - მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2009-2011წწ. - ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2011 წლის იანვრიდან მაისამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტი და დაკისრებული ჰქონდა ამავე კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შესრულება 2011 წლის მარტამდე; 2011-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების სხდომის მდივანი; 2013 წლის ივლისიდან ნოემბრამდე - რუსთავის საქალაქო სასამართლოში აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტი; 2013 წლის ნოემბრიდან მარტამდე - რუსთავის საქალაქო სასამართლოში აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი; 2014-2015წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოში აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი; 2016 წლის იანვრიდან - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: