Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ლაზარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1977 წელს; ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა კვების წარმოების პროცესებისა და აპარატების სპეციალობით 1983 წელს. 1977 წელი - საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტრო საპროექტო-საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კონსტრუქტორი; 1983-1987წწ. ოდესის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მექანიკური ფაკულტეტის მარცვლეულის წარმოების ტექნოლოგიური მოწყობილობების კათედრა, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1988-1999წწ. საქართველოს პურპროდუქტების სამინისტრო, ბორჯომის წისქვილქარხანა, მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1999-2001წწ. საქართველოს პურპროდუქტების სამინისტრო, სს "ბორჯომის პურკომბინატი", გენერალური დირექტორი; 2001-2002წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, სს "თბილავიამშენი", მეცნიერ-კონსულტანტი; 2004-2010წწ. შპს "საქართველოს ტელეკომი", ლოგისტიკის დეპარტამენტი, ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2011წწ. "კავკასიის უნივერსიტეტი", ტექნიკური სამსახური, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი; 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე: 2013-2021წწ. მანქანათმშენებლობის ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; ფაკულტეტის მენეჯმენტის სამსახური, უფროსი სპეციალისტი; მოწვეული ასოცირებული პროფესორი; ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პროფესორი; 2021 წლიდან მენეჯერის სამსახური, III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2015). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |