The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახი დემეტრაშვილი

კახი დემეტრაშვილი
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1986 წელს; სოფიის (ბულგარეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 1990 წელს.

1991 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1991-1996წწ. მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის "პროგრამული მართვა მანქანათმშენებლობაში" კათედრა, ასისტენტი, დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე, კათედრის გამგე; 1996-2006წწ. მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის "კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობების და წარმოების ავტომატიზაციის" კათედრა, დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი; 1997 წლიდან - 2012 წლის დეკემბრამდე მოღვაწეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (UNDP, WB, USAID, EU, CoE) პროგრამებში და პროექტებში ექსპერტად, კონსულტანტად, გუნდის ხელმძღვანელად, პროექტის მენეჯერად; 2006-2013წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013-2021წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, "საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის" დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი; 2013 წლის იანვრიდან - 2014 წლის ივნისამდე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე; 2014 წლის ივნისიდან სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; 2021 წლიდან სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის "მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიების" დეპარტამენტი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო (დიდი) საბჭო, წევრი (1994-2005)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური საბჭო, წევრი

გააზიარე: