შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1980 წელს. 1980 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1980-1990წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1992წწ. მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის დირექტორის მოადგილე; 1992-1998წწ. მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ფაკულტეტის სასწავლო ნაწილის უფროსი; 1998-2007წწ. თბილისის №1 მაცივარ-კომბინატი, სს "საქცივპროდუქტი", მთავარი ინჟინერი; გენერალური დირექტორი; 2014 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პერსპექტიული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კვების ინდუსტერიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. არის 17 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2017). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |