The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატრული აკობია

ნატრული აკობია
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 1982 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1982-1984წწ. - საქართველოს სსრ სოცუზრუნველყოფის სამინისტროს პენსიებისა და დახმარების საკონტროლო განყოფილების ინსპექტორი; 1984-1986წწ. - საქართველოს სსრ ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო ცენტრში იურისკონსულტი; 1986-1988წწ. - გლდანის რაიონის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი; 1988-1991წწ. - ზუგდიდის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი; 1991-1994წწ. - ზუგდიდის იურიდიული კონსულტაციის გამგე; 1994-2006წწ. - ზუგდიდის იურიდიული კონსულტაციის ადვოკატი; 2006-2016წწ. - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და დაკისრებული ჰქონდა თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2016 წლის თებერვლიდან - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და დაეკისრა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება; 2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2022 წლის ივნისიდან - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. დაჯილდოებულია საქართველოს ანტიკორუფციული პალატის უმაღლესი ჯილდოთი - პატიოსნებისა და კანონმორჩილების სიგელით (2020).

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: