| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი აბშილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2000 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2000-2004წწ. - თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2004 წლის ივნისიდან სექტემბრამდე - თბილისის გლდანი-ნაძალადევის ზონალური საგადასახადო ინსპექციაში იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2004-2006წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; 2006 წლის თებერვლიდან აგვისტომდე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი; 2006-2007წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოში მრჩეველი; 2007-2012წწ. - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლიდან - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში; 2013 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში; 2016 წლის ივლისიდან - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

