The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გვანცა ვარდანიძე

გვანცა ვარდანიძე
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1979  (47 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი 1995 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო კურსი და გამოცდა; ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1998-1999წწ. - ქუთაისის სასამართლოში საქმისმწარმოებელი; 1999-2002წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოში კანცელარიის მთავარი სპეციალისტი; 2002-2005წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2015-2018წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2018-2019წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მწერალი თანაშემწე; 2020 წლის დეკემბრიდან - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: